ტრამპი კიმ ჩენ ინის აშშ-ში დაპატიჟებას აპირებს

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთკორეელ ლიდერს კიმ ჩენ ინს აშშ-ში დაპატიჟებს, თუკი სინგაპურში დაგეგმილი შეხვედრა წარმატებით დასრულდება – “სიენენი” ავრცელებს. “თუკი მოლაპარაკებები კარგად ჩაივლის, მაშინ, კი” – უპასუხა ტრამპმა შეკითხვაზე, აპირებს თუ არა ის კიმ ჩენ ინის ამერიკაში დაპატიჟებას. მან ასევე დაამატა, რომ თუკი ჩრდილოეთ კორეელი ლიდერი ამერიკაში ჩავა, შეხვედრა თეთრ სახლში გაიმართება.

ტრამპ-კიმ ჩენ ინის სამიტი 12 ივნისს სინგაპურშია დაგეგმილი. მანამდე გავრცელდა, რომ კიმ ჩენ ინს საკუთარი ლიკვიდაციის ეშინია შეხვედრაზე ან შეხვედრის შემდეგ.

banner
წინა სტატიაშინატო გაფართოვებას გეგმავს
შემდეგი სტატიაკენიაში წყალდიდობის გამო 800 ათასი ადამიანი დაზარალდა