ტრამპი: კიბერშეტევების უკან რუსეთი კი არა სხვა დგას

აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოწოდება გააკეთა არ დაადანაშაულონ რუსეთი კიბერშეტევების გამო, რომელიც ქვეყანაში არჩევნების პერიოდში განხორციელდა.
“ვფიქრობ, ეს (სანქციები-რედ) არასწორია, თუკი რუსეთის შეტევების შესახებ არ ვიცით ზუსტად. ეს შესაძლებელია სხვა ყოფილიყო. მეც ვიცი რაღაც, რის აზრზეც სხვები არ არიან, ამიტომ, ჩვენ არ შეიძლება დარწმუნებულები ვიყოთ” – ტრამპმა თქვა, მას, ამასთანავე, არ დაუკონკრეტებია რას გულისხმობდა.
მისი თქმით, ინფორმაციას, რომელსაც ის ფლობს, მომავალ კვირას გაასაჯაროვებს. ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ს სხვადასხვა ქვეყნებთან “მშვენიერი ურთიერთობა ექნება”, მათ შორის, რუსეთთან და ჩინეთთან.
დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 20 იანვარს შედგება.

banner
წინა სტატიაშიკანადაში დააპატიმრეს მფრინავი, რომელმაც გაფრენამდე სიმთვრალის გამო გონება დაკარგა
შემდეგი სტატიაჩინეთის მთავრობამ უცხოური ვალუტის გადაცვლაზე შეზღუდვა დააწესა