ტრამპი: გვადევნეთ თვალყური

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მაისი 5, 2018 02:15

ტრამპი: გვადევნეთ თვალყური

ამერიკული მედიის ცნობით, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადვოკატმა, რუდი ჯულიანიმ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეაში დაკავებული ამერიკის სამი მოქალაქის გათავისუფლებას დღეს ელოდებიან. აღნიშნულის თაობაზე მან ამერიკული საინფორმაციო არხის Fox News-ის ეთერში განაცხადა.

ჯულიანის თქმით, პირები, რომელთა გათავისუფლებასაც დღეს ელიან არიან: კიმ ჰაკ სონგი, კიმ სანგ დუკი და კიმ დონგ ჩული გახლავთ.

აღნიშნულთან დაკავშირებით „ტვიტერი“-თ განცხადება გააკეთა  პრეზიდენტმა ტრამპმაც…

„როგორც ყველას მოეხსენება, წინა ხელისუფლებასაც სურდა ჩრდილოეთ კორეის ბანაკიდან სამი მძევლის გათავისუფლება, თუმცა უშედეგოდ. გვადევნეთ თვალყური,, წერს ტრამპი

აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის ბირთვული დიპლომატიის წინსვლის შედეგად ტრამპის რამდენიმე კვირაში ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმთან შეხვედრაა მოსალოდნელი.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მაისი 5, 2018 02:15

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,845
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics