ტრამპი ევროკავშირში ამერიკული მანქანების გაყიდვას ითხოვს

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იმ შემთხევვაში გააუქმებს ევროპულ ფოლადსა და ალუმინზე გადასახადს, თუკი ევროკავშირში ამერიკული მანქანები გაიყიდება. “ასე სამართლიანი იქნება” – თქვა მან და აღნიშნა აშშ-ევროკავშირს შორის სავაჭრო დისბალანსზე.

ევროკომისია, დაახლოებით 2-3 თვეში აშშ-ს სანქციებს დაუწესებს იმ შემთხვევაში, თუკი აშშ ფოლადისა და ალუმინის ქვეყანაში შეტანის გამო გადასახადებს დააწესებს – ასეთია ექსპერტების ვარაუდი.
9 მარტს გავრცელდა, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფოლადსა და ალუმინზე მაღალი გადასახადები დააწესა, ამასთანავე, გადასახადები არ შეეხება ყველა ქვეყანას. ტრამპმა იმის შესახებ, რომ ფოლადის დაბეგვრას აპირებდა, 1 მარტს გააკეთა განცხადება, რასაც ევროკავშირის უკიდურესად მკვეთრი შეფასება მოყვა. ასევე, ელოდებიან, რომ ჩინეთსაც უკიდურესად ნეგატიური რეაქცია ექნება – ექსპერტები ახალ სავაჭრო ომს ვარაუდობენ.

კანონი გადასახადების შესახებ, რომელიც ფოლადის შემთხვევაში 25%-ს შეადგენს, ალუმინის შემთხვევაში კი 10%-ს, ძალაში 15 დღეში შევა. ამასთანავე, კანადიდან და მექსიკიდან შესულ საქონელს ეს არ ეხება.
ტრამპის გადაწყვეტიულებას აკრიტიკებენ როგორც აშშ-ს სავაჭრო პარტნიორი ქვეყნები, ასევე, საკუთარი პარტიაც.

იმპორტირებულ ფოლადზე გადასახადი დაწესება არაკანონიერია – 7 მარტს ბრიუსელში ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარმა სესილია მალმსტერმა განაცხადა.
“დიდი ეჭვი გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესებთან თანხვედრაშია” – ხაზგასმით თქვა მალმსტერმა. იმ შემთხვევაში, თუკი ამერიკის ადმინისტრაციის ინიციატივა ძალაში შევა, ბრიუსელი ვაშინგტონის გადაწყვეტილების შესახებ საჩივარს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გააგზავნის. გარდა ამისა, გამორიცხული არ არის, რომ ევროპელი მეტალურგენისთვის დაცვის დროებითი ზომები მიიღონ, გარდა ამისა, ევროკავშირი შეადგენს ამერიკული საქონლის სიას, სადაც შევა არახისის ზეთი და ბურბონი, რომლის იმპორტი ევროპულ გაერთიანებაში სავარაუდოდ, გაჭირდება – აღნიშნა მალმსტრემმა.
ამასთანავე, მან თქვა, რომ აშშ-ს მხრიდან მსგავსი მიდგომები სავაჭრო ომის ესკალაციას გამოიწვევს.

banner
წინა სტატიაშიNBC-ის ჟურნალისტის აზრით პუტინს ტრამპზე კომპრომატი აქვს
შემდეგი სტატია ბერლინში თურქების მეჩეთი დაწვეს