ტრამპი: დაველოდოთ და ვნახოთ, შედგება თუ არა ამერკულ-ჩრდილოეთკორეული სამიტი

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კომენტარი გააკეთა კიმ ჩენ ინთან დაგეგმილი შეხვედრის შესაძლო გაუქმებაზე და განაცხადა, რომ აუცილებელია დალოდება და ნახვა, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. “ჩვენთვის არაფერი უთქვამთ. ჩვენ არაფერი გაგვიგია და გვინახავს. ვნახოთ, რა მოხდება. დრო გვიჩვენებს” – თქვა მან თეთრ სახლში გამოსვლისას და დაამატა, რომ აშშ ჩრდილოეთ კორეას ატომური პროეტზე უარის თქმას მოსთხოვს.
აშშ-ს ადმნისტრაცია იმედს იტოვებს ძველებურად, რომ დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრა შედგება.

16 მაისს გავრცელდა, რომ ჩრდილოეთ კორეა აშშ-სთან სამიტის გაუქმებით იმუქრება, თუკი ამერიკის ლიდერი დონალდ ტრამპი დაჟინებით მოითხოვს ფხენიანისგან ატომურ იარაღზე უარის თქმას. ჩრდილოეთკორეულმა ოფიციალურმა სააგენტომ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია: “თუკი აშშ კუთხეში მომწყვდევას შეეცდება და ცალმხრივად იმის მოთხოვნას დაიწყებს, რომ ჩვენ უარი ვთქვათ ატომურ იარაღზე, მაშინ, ჩვენ უკვე არ გვაინტერესებს მოლაპარაკებები და იძულებული ვიქნებით ჩრდილოეთ კორეასა და აშშ-ს შორის სამიტის ჩატარების შესახებ შეთანხმებას გადავხედოთ” – “ბიბისი” წერს.

ორ ქვეყანას შორის სამიტი 12 ივნისს სინგაპურში უნდა გაიმართოს.
ამ განცხადებამდე რამდენიმე ხნით ადრე ფხენიანმა სეულთან მოლაპარაკებები გააუქმა, რომელიც მიმდინარე კვირას უნდა გამართულიყო. ორ კორეას შორის პირველი შეხვედრა 27 აპრილს შედგა.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიარუსთავის მერიის “ლოთი” თანამშრომელები თვითმფრინავის ბორტზე არ აუშვეს