ტრამპი და სტოლტენბერგი ერთმანეთს შეხვდნენ

ხუთშაბათს თეთრ სახლში აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ერთმანეთს შეხვდნენ. მოლაპარაკებები აშშ-სა და მის მნიშვნელოვან ევროპელ მოკავშირეებთან უთანხმოების ფონზე მიდის.

გასულ კვირას პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკა ირანთან ატომური შეთანხმებიდან გადის. სხვა მონაწილეებმა, მათ შორის, ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და გერმანიამ განაცხადეს, რომ ისინი შეთანხმებიდან არ გადიან.

თავისი საპრეზიდენტო ვადის დასაწყისში დონალდ ტრამპი ნატოს კრიტიკით გამოდიდა და აღნიშნავდა, რომ აშშ იღებს საკუთარ თავზე ალიანსის ძირითად ფინანსურ მხარეს და რომ სხვა ქვეყნებმაც უნდა აიღონ ნატოს ფინანსურ მხარეზე პასუხისმგებლობა.
ტრამპ-სტოლტენბერგის შეხვედრის დეტალები ჯერჯერობით არ ვრცელება.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთში გამოშვებული მონეტები ფრანგულ ჟურნალში
შემდეგი სტატიაპუტინი და ასადი ერთმანეთს სოჭში შეხვდნენ