ტრამპი ბრიტანეთს ინვესტიციების შეწყვეტით დაემუქრა

ტრამპი ბრიტანეთს ინვესტიციების შეწყვეტით დაემუქრააშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი დიდ ბრიტანეთში ინვესტირებას შეწყვეტს, თუკი ბრიტანეთი ქვეყანაში შესვლას აუკრძალავს – ამის შესახებ BBC News წერს.
“ნებისმიერი მოქმედება, რომელიც ტრამპის გადაადგილების შეზღუდვას გამოიწვეს, გახდება იმის საბაბი, რომ შეწყდეს როგორც მიმდინარე, ასევე დაგეგმილი ინვესტირება დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე” – განაცხადებას ტრამპის საარჩევნო შტაბი აქვეყნებს.

ონლაინ-პეტიცია მოთხოვნით, რომ ამერიკელ მილიარდელს და პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპს ბრიტანეთში შესვლის ნებართა ჩამოერთვას, 8 დეკემბერს იქნა გამოქვეყნებული. პეტიცის ავტორია ბრიტანელი აბერდინ სიუზან კელლი. მან ტრამპი არა ერთხელ გააკრიტიკა “რასობრივი და რელიგიური სიძულვილის გაღვივების გამო, რომელიც დაუშვებელია გაერთიანებულ სამეფოში”.

ორი დღის მანძილზე პეტიციამ ხელმომწერების რეკორდული ოდენობა მოაგროვა – ნახევარი მილიონი.
საზოგადოებრივი პალატა პეტიციას 18 იანვარს განიხილავს.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილმა უკრაინაში ქართველი მეომრებისთვის სუფრა გაშალა
შემდეგი სტატიაკიოლნის მერი ქალებისთვის რჩევების შემუშავების ინიციატივით გამოდის