ტრამპი 2020 წელს მარკ ცუკენბერგთან საპრეზიდენტო დუელს ელოდება

ამერიკული მედიის ცნობით, დონალდ ტრამპი თვლის, რომ Facebook შემქნელი და მისი გენერალური დირექტორი მარკ ცუკენბერგი 2020 წლის საპრეზიდენტო კამპანიაში მისთვის საფრთხე იქნება.


გავრცელებული ინფორმაციით, თეთრი სახლის ადმინისტრაციამ მარკ ცუკენბერგი იმ სავარაუდო კანდიდატებს შორის შეიყვანა, რომლებიც შესაძლებელია დემოკრატებმა პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელონ.
საუბრები ცუკენბერგის კანდიდატობაზე აშშ-ს პრეზიდენტად, დაიწყო მას შემდეგ, რაც მან განაცხადა, რომ აპირებს 2017 წელს მოიაროს აშშ-ს ყველა შტატი, შეხვდეს მათ გუბერნატორებს და ადგილობრივ მოსახლეობას. ამავე დროს, გაულ წელს Facebook-მა შეიმუშავა ისეთი აქციები, რომელიც უფლებას აძლევს ცუკენბერგს იყოს მისი დირექტორი მაშინაც კი, თუ ის დაიკავებს სახელმწიფო თანამდებობას.
რაც შეეხება თავად ცუკენბერგს, ის არ ადასტურებს ინფორმაციას მისი შესაძლო საპრეზიდენტო კანდიდატობის შესახებ.

banner
წინა სტატიაშიბილალ ერდოღანი: მამაჩემის მეთაურობით, თურქული კულტურა ცოცხლდება
შემდეგი სტატიაბორჯომის ტყეში მიმდინარე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები განახლდა