ტრამპა რუსეთი დასავლური ცივილიზაციის საფრთხედ გამოაცხადა

5 ივლისს, გვიან ღამით ვარშავაში ჩასულმა აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, 6 ივილისს გერმანიაში ჩასვლაც და ანგელა მერკელთან შეხვედრაც მოასწრო.


ფაქტიურად ერთი დღის განმავლობაში დონალდ ტრამპმა უკვე მოასწრო რამდენიმე გადაწყვეტილების მიღება და ევროპელი ლიდერებისადმი ისეთი იდეის მიწოდება, რასაც რუსეთის ხელისუფლება მის საწინააღმდეგოდ გადაგმულ მტრულ ნაბიჯებად მიიჩნევს.
ვარშავის სამეფო სასახლეში დიდი პატივით მიღებული დონალდ ტრამპი, პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდას შეთანხმდა აშშ-ს მიერ პოლონეთისათვის უახლესი ტიპის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა ,,პეტრიოტის,, მიყიდვის შესახებ, რომელსაც რუსეთი დიდი ხანია ეწინააღმდეგება და მას საკუთარი ქვეყნის საფრთხედ მიიჩნევს. ამასთანავე, ვარშავაში კრასინსკის მოედანზე შეკრებილი ათაიათასობით პოლონელის წინაშე სიტყვით გამოსვლისას, დონალდ ტრამპმა რუსეთი, უკრაინის დესტაბილიზაციის შემომქმედად, ირანისა და სირიის რეჟიმის მსგავსი მტრული სახელმწიფოების მხარდამჭერ ძაალად და დასავლური ცივილიზაციის საფრთხედ გამოაცხადა.
ტრამპმა პოლონელების წინაშე პირობა დადო, რომ აშშ დაიცავს დასავლეთს.
,,აშშ იქნება დასავლეთის უსაფრთხოების დამცველი. ღმერთმა დალოცოს ამერიკა,, ამ სიტყვებით დაასრულა თავისი გამოსვლა ვარშავაში პოლონელი ხალხის წინაშე დონალდ ტრამპმა.
დონალდ ტრამპმა, ვარშავაში 3 ზღვის სამიტის მონაწილე 12 ქვეყნის ლიდერთან შეხვედრაც მოასწრო, სადაც ევროპის ენერგო უსაფრთხოებისათვის მნიშვნელოვან ნაბიჯად, მათ პოლონეთის გავლით, ამერიკული შეკუმშული ბუნებრივი აირის მიწოდება შესთავაზა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტმა 4 შვილის დედა თეა სირეაძე შეიწყალა
შემდეგი სტატიათურქეთს ახალი კონსტიტუციის გამო ევროკავშირთან დამშვიდობება მოუწევს