ტრამპ-კიმ ჩენ ინის მოლაპარაკებებისათვის სამზადისი ისევ გრძელდება

ამერიკელი და ჩრდილოეთკორეელი ოფიციალური პირები ისევ სშეხვდნენ ორშაბათს დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შესაძლო შეხვედრის განსახილველად. აშშ-ს პრეზიდენტმა გასულ ხუთშაბათს შეხვედრის გაუქმებაზე გააკეთა განცხადება, თუმცა, შემდეგ ისევ თქვა, რომ 12 ივნისს ჩანიშნული შეხვედრა, შესაძლებელია, შედგეს. “დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ჩრდილოეთ კორეას დიდებული პოტენციალი აქვს და რომ ერთხელ ის მშვენიერი ქვეყანა გახდება, როგორც ეკონომიკური, ასევე ფინანსური მხრიდანაც. ამაში კიმ ჩენ ინიც მეთანხმება. ასე იქნება!” – დაწერა ტრამპმა “ტვიტერის” საკუთარ ბლოგზე.
მოლაპარაკებები ხვალაც გაგრძელდება – “ამერიკის ხმა” წერს.

banner
წინა სტატიაშისკანდალური ვიდეოკადრები- შსს ხელვაჩაურის განყოფილების თანამშრომლები პატიმარზე ძალადობენ
შემდეგი სტატიაევროკომისიამ პლასტმასის ერთჯერადი ჭურჭელი აკრძალა