ტრაგედია მუმბაიში დიდი რაოდენობის მსხვერპლით დასრულდა

ინდური მედიის ცნობით, ქალაქ მუმბაის რკინიგზის სადგურის ზედა გადასასვლელზე წარმოქმნილმა პანიკამ დიდი ჭყლეტა გამოიწვია, რის შედეგადაც 22 კაცი დაიღუპა, 27 კი მძიმედ დაშავდა.
დაშავებულთა შორის ზოგიერთების მდგომარეობა მძიმეა. გავრცელებული ინფორმაციით, პანიკა გამოიწვია უცბად დაწყებულმა თავსხმა წვიმამ, რის გამოც ზედა გადასასვლელი ჩამოიქცა და ზედახორა ამან წარმოშვა. ხელისუფლება შიშობს, რომ შეიძლება დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდოს.

banner
წინა სტატიაშიპუტინი: ამას ჩემი მეგობარი ერდოღანის ნებით მივაღწიეთ
შემდეგი სტატიაჯორჯ ჰარისონის სიტარი 62 600 დოლარად გაიყიდა