,,ტრაბზონსფორმა,, შოთა არველაძე დაითხოვა…

,,ტრაბზონსფორმა,, შოთა არველაძე დაითხოვა...

თურქული მედიის ცნობით, ,,ტრაბზონსფორის,, საფეხბურთო კლუბის ხელმძღვანელობამ ქართველი მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე მოლაპარაკების გზით დაითხოვა…

როგორც ,,თაიმერი,, ორიოდე დღით ადრე წერდა, არველაძის ხელმძღვანელობით კლუბის მიერ ბოლო 7 მატჩიან სერიაში განცდილი წარუმატებლობების შემდეგ, მის მიმართ კლუბის გულშემატკივრები და ტრაბზონული პრესა მწვავე კრიტიკით გამოვიდნენ, (იხილეთ ლინკი!) რასაც ლოგიკურად არველაძის გადადგომა უნდა მოჰყოლოდა…

11 ნოემბერს საღამოს,,ტრაბზონსფორის,, კლუბის მიერ არველაძის გაშვებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია… ,,მთავარ მწვრთნელ შოთა არველაძესთან განვლილი კონსულტაციების შედეგად მივედით გადაწყვეტილებამდე, რომ ჩვენი გზები გაიყო. ჩვენ დიდ მადლობას ვუხდით მას კლუბისადმი გაწეული სამსახურის გამო. ახალი მწვრთნელის დანიშვნამდე, კლუბს ახალგაზრდული გუნდების მწვრთნელი სადი თექელიოღლუ უხელმზღვანელებს,, ნათქვამია კლუბის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ შოთა არველაძე ,,ტრაბზონსფორს,, გასულ ზაფხულს ჩაუდგა სათავეში და მან ამ კლუბში მთავარი მწვრთნელის რანგში მხოლოდ 3 თვე მოახერხა ემუშავა… ერთ დროს ,,ტრაბზონსფორის,, გულშემატკივართა უსაყვარლესი ფეხბურთელი არველაძე, მწვრთნელის რანგში განცდილი წარუმატებელი 7 მატჩიანი სერიის გამო, იმავე გულშემატკივართა მწვავე კრიტიკის საგნად იქცა, რაც საბოლოოდ კლუბიდან მისი წასვლით დასრულდა.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშისასტიკი მკვლელობა რუსეთის 201 სამხედრო ბაზაზე– უნდა ვიცოდეთ, რა გველის და ვისთან გვაქვს საქმე
შემდეგი სტატიაროგორ ერთობიან პატარები დედის სხეულში–ვიდეო, რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა