Toshiba-ს პრეზიდენტი გაზრდილი მოგების ჩვენების გამო თანამდებობიდან გადადგა

Toshiba-ს პრეზიდენტი კომპანიის გაზრდილი მოგების ჩვენების გამო გადადგა…
Toshiba-ს აღმასრულებელმა დირექტორმა და პრეზიდენტმა ვიცე-პრეზიდენტთან ერთად თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ განცხადებები დაწერეს.
კომპანიას ტოვებს ასევე აღმასრულებელი დირექტორის თანაშემწე.

როგორც Toshiba-ს შემოწმებიდან გაირკვა, კომპანიის მაღალი თანამდებობის პირები წლების მანძილზე კომპანიის შესახებ ანგარიშებში გაზრდილ მოგებას აჩვენებდნენ.
გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით მოგება 151,8 მილიარდი იენით მეტი იყო ნაჩვენები.
როგორც იტყობინებიან, Toshiba-ს პრეზიდენტის თანამდებობას დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე მასასი მურომატი დაიკავებს.

banner
წინა სტატიაშითიბილოვი: “საქართველოს ხელისუფლება დღემდე ვერ ეგუება სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ რესპუბლიკას თავისი საზღვრით”
შემდეგი სტატიაLufthansa-ს თვითმფრინავი კინაღამ უპილოტო აპარატს დაეჯახა