ტოკიოში ოკინავაში აშშ-ს ბაზების წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო აქცია გაიმართა

ტოკიოში ათასობით ადამიანი შეიკრიბა იაპონიის პარლამენტის წინ, სამთავრობო გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად, რომელიც ოკინავაში აშშ-ს ერთ-ერთი სამხედრო ბაზის დატოვებას ეხება.
1996 წელს იაპონიამ და აშშ-მ ხელი მოაწერეს ბაზების გადატანის შესახებ ხელშეკრულებას, რომელიც ოკინავაში მჭიდროდ დასახლებულ ადგილას მდებარეობს, თუმცა, ადგილობრივები ბაზების სრულიად დახურვას მოითხოვენ.
სააგენტო “კიოდოს” ცნობით, პარლამენტის წინ დაახლოებით 28 ათასი იაპონელი შეიკრიბა, რომლების სკანდირებდნენ “ნუ აშენებთ ბაზებს!”
მსგავსი დემონსტრაცია იაპონიის სხვა ქალაქებშიც გაიმართა.
აშშ-ს ბაზები იაპონიაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გაჩნდნენ.

banner
წინა სტატიაშიკერმა სირიის საკითხში ლავროვის თანხმობაზე განცხადება
შემდეგი სტატიარა ელის აქტივისტს, რომელმაც ჰილარი კლინტონის ნეკროლოგი დაუკვეთა