ტოჩინოშინს მცხეთის საპატიო მოქალაქეობა მიენიჭა

საქართველოს პარლამენტის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა გაბუნიას ინიციატივით, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში ქართველ ოძეკ, ლევან გორგაძესთან (ტოჩინოშინთან) შეხვედრა გაიმართა.

,,მე ბედნიერი ვარ იმით, რომ მომეცა საშუალება შევხვედროდი ადამიანს, რომელმაც იაპონიაში საქართველოს ისტორია დაწერა. მე, როგორც საქართველოს მოქალაქე, მადლიერი ვარ მისი და ამავდროულად აღფრთოვანებული მისი ამ წარმატებით, მის მიერ დაპყრობილი მწვერვალით და შესაძლებლობებით, რითიც არის დაჯილდოებული ლევან გორგაძე. ის დღეს საქართველოს სახეა იაპონიაში“ – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

იმპერატორის თასის მფლობელ ლევან გორგაძეს (ტოჩინოშინს) მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი კაპანაძემ, მაჟორიტარი დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივით, მცხეთის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი მცხეთა-მთიანეთის მხარეში ლევან ზაუტაშვილი, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ბაქრაძე და მუნიციპალიტეტის სხვა თანამდებობის პირები.

banner
წინა სტატიაში“ეს არის საბჭოს წევრებზე ცენზურის დაწესების მცდელობა” – ანა დოლიძის სარჩელი სასამართლომ არ დააკმაყოფილა
შემდეგი სტატიაIDFI იუსტიციის მინისტრის გადადგომის აუცილებლობაზე საუბრობს