ტოჩინოშინი საქართველოშია

ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) საქართველოშია. ის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ ჩამოფრინდა. ტოჩინოშინს აეროპორტში გულშემატკივრები ოვაციებით დახვდნენ და მიღწეული წარმატებები მიულოცეს.
„ერთი წელი არის, რაც საქართველოში არ ვყოფილვარ და არაჩვეულებრივია ეს დახვედრა. ამდენი ხალხი დამხვდა დღეს, თქვენ მაძლიერებდით და მაძლიერებთ ყოველთვის. დღეს ძალიან ბედნიერი ვარ“, – განაცხადა ტოჩინოშინმა, რომელიც დღეს პირველად შეხვდა შვილს, რომელიც მისი იაპონიაში ყოფნის დროს გაჩნდა.
ტოჩინოშინს დღეს საღამოს ოჯახის წევრები, გულშემატკივრები და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები დახვედრას მის მშობლიურ სოფელში, ძეგვშიც მოუწყობენ.
შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინი პირველი ქართველი და მესამე ევროპელი ოძეკი გახდა.

banner
წინა სტატიაშიახალი მთავარი პროკურორი მესამე სექტორის მიერ წარდგენილი კანდიდატებიდან უნდა შეირჩეს – “ენმ”
შემდეგი სტატია“მაჭუტაძის, ქარდავას და სხვების მოთხოვნით უნდა მოხდეს მთავრობის გადადგომა?” – ბესელია