“ტყუილი იქნება ეს ინფორმაცია“ – თარხან ბათირაშვილის მამის პირველი კომენტარი

თარხან ბათირაშვილი

ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი ლიდერის ომარ ალ-შიშანის, იგივე თარხან ბათირაშვილის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია არ აქვს მის ოჯახს.

სულ რამდენიმე წუთის წინ კურიერთან კომენტარი გააკეთა ბათირაშვილის მამამ. მისი თქმით, მისთვის ამის შესახებ არავის უცნობებია და ამბობს, რომ შვილთან დიდი ხანია კონტაქტი არ ქონია.

„მე არაფერი ვიცი, ახლა გამოვედი სახლიდან, იქნებ ვინმემ რამე იცის, მე ეგ არ დამირეკავს. ტყუილი იქნება ეს ინფორმაცია,“ – აცხადებს თემურ ბათირაშვილი.

ომარ ალ შიშანის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაციას, ამ დროისთვის ვერც ადგილობრივი პანკისელები ადასტურებენ.

თარხან ბათირაშვილი, საქართველოს მოქალაქეა. ის სამხედრო მოსამსახურე იყო, თუმცა წლების წინ საქართველო დატოვა და ტერორისტულ დაჯგუფებაში გაწევრიანდა.

banner
წინა სტატიაშიდღეს პარლამენტში ენერგეტიკის მინისტრს, კახი კალაძეს ელოდებიან
შემდეგი სტატიათავისუფლების მოედანზე ნადეჟდა სავჩენკოს მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს