ტყუილი, დიდი ტყუილი და ქართული სტატისტიკა

ცნობილი ამერიკელი მწერალი და საზოგადო მოღვაწე მარკ ტვენი სტატისტიკას სიცრუის უმაღლეს გამოვლინებად თვლიდა… ,,არსებობს სიცრუის სამი სახეობა: ტყუილი, დიდი ტყუილი და სტატისტიკა,, ამბობდა მარკ ტვენი. საქართველოშიც ბევრი ადამიანი დღემდე არ ენდობა სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს, რამეთუ ყოველი მომდევნო ხელისუფლების პირობებში, სტატისტიკური მონაცემები უფრო კარგ სურათს ხატავდა ქვეყნის ეკონომიკური თუ სხვა სფეროს მონაცემებისა, ვიდრე ამას ადამიანები რეალურად გრძნობდნენ. უნდობლობა სახელმწიფო სტატისტიკური ორგანოების მიმართ, ახალი ხელისუფლების პირობებშიც შენარჩუნდა და მან განსაკუთრებით მაშინ გააღვიძა ადამიანების გულისწყრომა, როცა ახლახან უმუშევრობის კლებაზე ამცნო საზოგადოებას… საზოგადოების ფართო მასებმა ზუსტად არ იციან, რა პარამეტრებით ითვლის ,,საქსტატი,, უმუშევრობის მაჩვენებლებს, თუმცა ეს პრობლემა, რომ ბოლო წლებში უფრო მწვავედ დგას, ამას საზოგადოების დიდი ნაწილი აშკარად გრძნობს.
ექსპერტების აზრიც სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებზე არაერთგვაროვანია… მაგალითისთვის, ეკონომიკური განვითარების ცენტის დირექტორი რომან გოცირიძე, სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებს დიდად არ ენდობა და მისი საქმიანობის ანგარიშის ჩაბარებას პარლამენტისაგან მოითხოვს…
,,მას შემდეგ, რაც სტატისტიკის სამსახურს არავინ მოსთხოვა პასუხი გასულ წელს განხორციელებული არნახული უცხოური ინვესტიციების შესახებ, გათამამებულმა ახალი ბლეფი გამოაცხვეს: თურმე ბოლო თერთმეტი წლის განმავლობაში საქართველოში უმუშევრობა შარშან ყოფილა ყველაზე დაბალი. ვნახოთ, რას იტყვიან მიმდინარე წლის შესახებ, როცა ლარის გაუფასურების გამო უამრავი სამუშაო ადგილი შემცირდა მცირე და საშუალო ბიზნესში, მათ შორის ვაჭრობის სფეროში.
რატომ არ მოსდის პარლამენტს აზრად, ერთხელ მაინც მოისმინონ სტატისტიკი სამსახურის საქმიანობის ანგარიში?!,, წერს რომან გოცირიძე…

თუმცა, არიან ისეთი ექსპერტები, რომლებიც ეთანხმებიან ოფიციალურ მონაცემებს… ხოლო მთავრობა, ქარალდზე არსებულ ციფრებს, რეალურ ეკონომიკურ წინსვლად თვლის და საზოგადოებისაგან აპლოდისმენტებს ელოდება.

კახაბერ ადამია ,,თაიმერი,,

banner
წინა სტატიაშიგიორგი ბარამიძის განცხადება მიხეილ სააკაშვილის ოდესის გუბერნატორად დანიშვნასთან დაკავშირებით
შემდეგი სტატიაპარლამენტი შინაგან საქმეთა სამინისტროს გაყოფის შესახებ კანონპროექტის განხილვას იწყებს