ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება

ბორჯომის ხეობაში, დაბა წაღვერის მახლობლად, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. ცეცხლის ქრობის პროცესს სპეციალურად შექმნილი საგანგებო შტაბი ადგილზე ხელმძღვანელობს.

რთული რელიეფისა და მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 250-მდე მეხანძრე-მაშველი, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 300-მდე თანამშრომელი და ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლები, ცეცხლის ქრობის ინტენსიურ სამუშაოებს ახორციელებენ, რათა ხანძრის ლიკვიდაცია უმოკლეს დროში მოხდეს.

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში, ასევე, ჩართულია 20-მდე მაღალი გამავლობის მძიმე ტექნიკა, 18 ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის და კომპანია „თუშეთის“ ვერტმფრენები. საჰაერო ტექნიკამ დღის განმავლობაში 104 გაფრენა განახორციელა და ცეცხლის კერებს 215 ტონა წყალი დაასხა.

ხანძრის კერების მონიტორინგს საქართველოს საჰაერო ნავიგაციის ვერტმფრენი ახორციელებს.

banner
წინა სტატიაშინიუ-იორკში ერდოღანის გამოსვლის დროს ჩხუბი ატყდა
შემდეგი სტატიარატომ ააფეთქა ,,ფაროსანას,, 13 წამიანმა ვიდეომ ,,ფეისბუქი,, ?