(video)ტყიბულში ვითარება უცვლელია, მეშახტეთა პროტესტი გრძელდება

ტყიბულში ვითარება უცვლელია, მეშახტეთა პროტესტი გრძელდება. მოლაპარაკებებს განაგრძობს მხარეებთან პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძეც. შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით განმარტება კომპანიის ადმინისტრაციამაც გააკეთა.

“აქ შეკრებილი მუშებისაგან მივიღე ინფორმაცია, რომ ჯერ კიდევ 2011 წელს კომპანიასთან არის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს ინდექსაციას ანუ ინფლაციის მიხედვით ხელფასების ზრდას. ამ საკითხზე მქონდა კომპანიის წარმომადგენლებთან საუბარი რაზეც მათი პოზიცია იყო, რომ ეს ხელშეკრულება არ არის იურიდიული ძალის მქონე გამომდინარე იქიდან, რომ ხელმოწერა არის გაყალბებული, თუმცა ჩემთვის ეს არგუმენტი არ არის დამაჯერებელი. კომპანია ვალდებულია მოახდინოს ინფლაციის მიხედვით მუშებს გაუზარდოს ხელფასი,“ – განაცხადა კახა კოჟორიძემ.

https://youtu.be/gGlO79mGjHQ

banner
წინა სტატიაში“საქართველოში ეუთო-ს ფუნქციონირება რაღაც ფორმით მაინც უნდა აღდგეს”
შემდეგი სტატიაპოლიციამ ციხისძირში “ნაციონალური მოძრაობის” კარვები აიღო