ტყიბულში მაღაროელების აქცია განახლდა – ისინი პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ

ტყიბულში საქნახშირის ადმინისტრაციულ შენობასთან მაღაროელები ისევ შეიკრიბნენ. მათი ნაწილი იქ მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდა.

მეშახტეების მოთხოვნები უცვლელია და მათ შესრულებამდე პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ. მაღაროელები ხელფასის მატებასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

მაღაროელები დღეს აქციის გამართვას გამგეობის შენობასთანაც გეგმავენ, ისინი ადგილობრივ ხელისუფლებას მოუწოდებენ, პროცესში ჩაერთონ.

მაღაროელები დღეს ტყიბულში მაჟორიტარი დეპუტატის, ელისო ჩაფიძის ჩასვლას ელოდებიან.

banner
წინა სტატიაშისტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან წარსადგენი მოსამართლეობის მსურველთა ხუთეული შეირჩა
შემდეგი სტატიაშსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ნარკოტიკები ამოიღო