ტყიბულში 100-მდე მაღაროელი გაიფიცა

ხელფასების 30%-ით გაზრდისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით „მინდელისა“ და „ძიძიგურის“ მაღაროებში დასაქმებული მუშების ნაწილი გაიფიცა.

„საქნახშირ ჯიაიჯის“ ადმინისტრაციასთან შეკრებილთა თქმით, ისინი მუშაობას მანამდე არ განაახლებენ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

„ხელფასები იმაზე ცოტა გვაქვს, ვიდრე 3 წლის წინ გვქონდა. დოლარი გაძვირებულია, ლარი გაუფასურებული, ჩვენი ხელფასი კი მათხოვრული. ჩვენს უკან ოჯახები დგას და ბანკებში ვალდებულებები გვაქვს. თუ ხელფასები არ გაიზრდება, მუშაობას არ გავაგრძელებთ“, – განაცხადა აქციის მონაწილე მურთაზ მანაგაძემ.

„საქნახშირ ჯიაიჯის“ წარმომადგენლები მაღაროებში დასაქმებულთა მოთხოვნების შესახებ კომენტარის გაკეთებას მოგვიანებით გეგმავენ.

banner
წინა სტატიაში„პრაიმტაიმი“ ყოფილი და მოქმედი თბილისის მერების ხელფასების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს
შემდეგი სტატიაირანის ელჩი: უვიზო რეჟიმის სრულფასოვანი ამოქმედება ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის უფრო მეტ ურთიერთობას ეკონომიკის და ტურიზმის განვითარებისთვის