ტყიბულელი მეშახტეები მეთოთხმეტე დღეა საპროტესტო აქციებს მართავენ

ხელფასების 40%-ით გაზრდა და სამუშაო პირობების გაუმჯობესება – ეს არის მათი მთავარი მოთხოვნები, რომლის შესრულების შემდეგაც მეშახტეები ამბობენ, რომ პროტესტს შეწყვეტენ და მუშაობას გააგრძელებენ.

აქციის მონაწილეების თქმით, გუშინ ღამით, ადმინისტრაციამ მათ ხელფასების 5%-ით გაზრდა შეთავაზა, რაც მათთვის მიუღებელია.

“5%-ით ხელფასის გაზრდა დაცინვაა, ჩვენ ამ შეთავაზებაზე არ ვთანხმდებით. აუცილებელია ხელფასი 40%-ით გაიზარდოს, წინააღმდეგ შემთხვევაში შახტაში სამუშაოდ არ ჩავალთ”,- აცხადებს აქციის მონაწილე თამაზ ნემსაძე.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
შემდეგი სტატიაირაკლი ალასანია: ალექსი არ არის ის კაცი და არ უცხოვრია ისე, რომ საფლავის ქვის უკან დამალულმა ნაძირალამ მოკლას