ამ ტიპის ბრუტალური შეტევები არამხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ შეტევაა

„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში ახალ ფრაქციას ქმნის

„ამ ტიპის ბრუტალური შეტევები არამხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ შეტევაა, არამედ ცივილიზებულ, ევროპულ ღირებულებებზე შეტევაა“ – ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი დავით ბაქრაძე დღეს, ბრიუსელში მომხდარ რამდენიმე აფეთქებას.

„ამ შეტევას ერთადერთი პასუხი აქვს – ესაა უფრო მეტად მტკიცედ დგომა და იმ ღირებულებების დაცვა, რომელსაც ნებისმიერი ნორმალური ქვეყანა ემყარება.
ამიტომ, თანამედროვე სამყარო მტკიცედ უნდა იდგეს ყოველი შეტევის შემდეგ.

ჩვენი როგორც საქართველოს არჩევანი არის ის, რომ ამ ცივილიზებული სამყაროს ნაწილი ვიყოთ. ჩვენც სხვებთან ერთად ვებრძოლოთ ტერორიზმს. შესაბამისად, ჩვენი სპეცსამსახურების მთავარი დავალება უნდა იყოს არა პოლიტიკოსების თვალთვალი, არამედ ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნვა.“

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრემიერ-მინისტრის მხირდან „ესტონური მოდელის“ შემოთავაზება მხოლოდ ბლეფი იყო
შემდეგი სტატიატერაქტების სერიის შედეგად ბელგიის დედაქალაქში მსხვერპლის რიცხვი გაიზარდა