ტიმოშენკო თვლის, რომ სააკაშვილს შეუძლია პოროშენკო ვადამდელ არჩევნებზე დაიყოლიოს

ტიმოშენკო თვლის, რომ სააკაშვილს შეუძლია პოროშენკო ვადამდელ არჩევნებზე დაიყოლიოს

“ბატკივშინას” ლიდერი იულია ტიმოშენკო ოდესის გუბერნატორის აზრს, უკრაინის პოლიტიკური ელიტის შეცვლის შესახებ, მხარს უჭერს – ამის შესახებ მან “112”-ის ეთერში განაცხადა.
“შემიძლია ვთქვა, რომ მხარს ვუჭერ იმას, რაც სააკაშვილმა განაცხადა. და აქ ყველა გონიერი ადამიანი ხვდება, რომ პარლამენტის გადახალისების გარეშე ახალი, ეფექტური, პროფესიონალური და სამართლიანი უკრაინული ხელისუფლების შექმნა რთული იქნება. სააკაშვილმა სიტუაცია აბსოლუტურად ადეკვატურად შეაფასა” – განაცხადა ტიმოშენკომ.
მისივე აზრით, ოდესის გუბერნატორს, როგორც უკრაინის პრეზიდენტის გუნდის წევრს, შეუძლია პეტრე პოროშენკო დაარწმუნოს იმაში, რომ აუცილებელია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.

banner
წინა სტატიაშიკობახიძეების სიძე ადვოკატ კობა კობახიძეს ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრება
შემდეგი სტატიაანკარა უარს ამბობს სირიაში მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების მონაწილე გახდეს