The Times: ბრიტანული ხომალდები “ადმირალ კუზნეცოვს” თვალყურს მიადევნებენ

7-1დიდმა ბრიატნეთმა ორი სამხედრო ხომალდი გამოყო იმისათვის, რომ მათ რუსულ “ადმირალ კუზნეცოვს” თვალყური მიადევნონ,როცა ისინი ქვეყნის ტერიტორიულ წყლებს მიუახლოვდებიან – დღეს The Times-ი ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, ბრიტანულ ხომალდებს, ასევე, საზღვაო-საპატრულო თვითმფრინავი დაეხმარება.

მძიმეწონიანი ავიამზიდი ხომალდი “ადმირალ კუზნეცოვი” დღეს რუსეთმა სამხედრო გემების გაცილებით სირიისკენ გააგზავნა.
ერთადერთი რუსული ავიამზიდი რუსეთის ფედერაციის მუდმივ ოპერატიულ გაერთიანებაში შევა.
სავარაუდოდ, ხომალდი გაგზავნილია 4-5 თვით. მისი ავიაფრთის ნაწილია უახლოესი ავიაგამანადგურებლები МиГ-29КР და МиГ-29КУБР, ასევე თვითმფრინავები Су-33 და სამხედრო ვეტმფრენები Ка-52К.

რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალების ოპერატიული გაერთიანება ხმელთაშუაზღვაში, დაახლოებით 10 ხომალდს ითვლის.

banner
წინა სტატიაშირუსმა მესაზღვრეებმა იაპონიის ზღვაში ჩრდილოეთ კორეის ხომალდს ცეცხლი გაუხსნეს
შემდეგი სტატიაკრემლი: რუსეთი აშშ-ს კიბერშეტევაზე განცხადების შემდეგ ზომებს მიიღებს