Times-ის მკითხველმა პუტინი მსოფიოში ყველაზე გავლენიანად დაასახელა

Times-ის მკითხველმა პუტინი მსოფიოში ყველაზე გავლენიანად დაასახელა

რუსეთის პერზიდენტი ყველაზე გავლენიანი ადამიანების რეიტინგის სიის თავშია. ამერიკული „თაიმის“ გამოკითხვით მან 6,95% მიიღო.
მეორე ადგილზე სამხრეთკორეელი რეპერი CL-ია ჯგუფიდან 2NE1. პირველ ხუთეულში ასევე შევიდნენ ლედი გაგა, რიანნა და ტეილორ სვიფტი.
რუსეთის პრეზიდენტის გარდა, სამი ადამიანი არა შოუ ბიზნესიდან , რომელებიც სიის პირველ ათეულში მოხვდნენ, არიან დალაი ლამა, მალალა იუსუფზაი და რომის პაპი.
ბარაკ და მიშელ ომაბამამ 1,4 და 1,2 % ხმები მიიღეს.
მკითხველების ხმის მიცემა მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი ადამიანის გამოსავლენად 10 აპრილს დასრულდა. რედაქტორის არჩევანი 16 აპრილს გახდება ცნობილი.
ხმის მიმცემთა შორის 57,38% ამერიკის შეერთებული შტატებიდან იყვნენ. ჟურნალი არ აკონკრეტებს რამდენმა ამერიკელმა მისცა ხმა პუტინს.
ხმისმიმცემთა შორის მეორე ადგილზე დიდი ბრიტანეთი აღმოჩნდა 5,54%-ით და კანადა 4,55%-ით.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს მთავარი პროკურატურა ადასტურებს, რომ ინტერპოლმა იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის მიმართ წითელი ცირკულარით ძებნა შეწყვიტა
შემდეგი სტატიაცეკვის სკოლა „ფუტკრების“ გამო დაიხურა