“თვითონ რუსეთიდან რამდენიმე ათასი ადამიანია სირიაში წასული და ტერორისტებს შეუერთდა”

საქართველო თავის ჩრდილოელ მეზობელთან ურთიერთობების მოგვარებას ცდილობს - ამის შესახებ ამერიკულ გამოცემასთან რუსეთის საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს სპეციალურმა წარმომადგენელმა ილაპარაკა. საქართველოს მთვრობა რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობის აღდგენას ცდილობს – ამის შესახებ The Wall Street Journal-მა დაწერა - წერს რუსეული მედია. მიმდინარე მომენტში ეკონომიკური მდგომარეობა და უსაფრთხოების საკითხები საქართველოს ისევ რუსეთისკენ აბრუნებს. წლების მანძილზე საქართველოს პროდასავლური პოზიცია ეკავა, რამაც რუსეთთან ურთიერთობის ჯერ გაცივება, შემდეგ კი სრული შეწყვეტა გამოიწვია 2008 წელს, რომელსაც თავისთავად, სავაჭრო ბრუნვის საგრძლნობლად შემცირება მოყვა ორ ქვეყანას შორის. ახლა საქართველოს მთავრობა გარკვეული ბალანსის მოძებნას ცდილობს მეზობელთან დაკავშირებით, ამასთანავე, ნატოში გაწევრიანება გრძელვადიან გეგამდ რჩება, თუმცა, აბაშიძის თქმით, ეს გზა ისე უნდა გაიაროს ქვეყანამ რომ «მხოლოდ ქვა არ დარჩეს ქვეყანაში». საქართველო უახლოეს მომავალში არ ელოდება ნატოში გაწევრიანებას. «საქართველოს ნატოში გაწევრიანება დღეს არ განიხილება და არც ხვალ არ განიხილება» - განაცხადა საქართველოს რუსეთთან ურთიერთობის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ. მისი თქმით, ქვეყნის მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა არ ღირს. «რა საჭიროა ილუზიების შექმნა? ჩვენ არავინ გვიცავს, რაც ამ პრობლემატური რეგიონის რეალობაზე გამოისახება კიდეც» - ამბობს ზურან აბაშიძე. თბილისმა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა 2008 წელს გაწყვიტა, მას შემდეგმ რაც რუსეთმა სამხრეტ ოსეთის და აფხაზეთის სუვერენიტეტი აღიარა.

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგებელის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, საქართველო აქტიურად მონაწილეობს ტერორიზმის წინააღმდეგ საერთაშორისო ძალისხმევაში.

აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის აცხადებს, რომ “ისლამური სახელმწიფოს” ტერორისტები წვრთნებს პანკისის ხეობაში გადიან. აბაშიძის თქმით, ეს განცხადება რეალობას არ ასახავს.

„პრემიერმა აღნიშნა დღეს, რომ არანაირი საფრთხე პანკისის ხეობიდან არ მომდინარეობს ტეროროზმის თვალსაზრისით. მთავრობა აკონტროლებს ადგილზე ვითარებას. მოგეხსენებათ, საქართველო აქტიურად მონაწილეობს ტერორიზმის წინააღმდეგ საერთაშორისო ძალისხმევაში. ვფიქრობთ, რომ ეს განცხადება არ ასახავს რეალურ ვითარება. თვითონ რუსული ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთიდანაა რამდენიმე ათასი ადამიანი წასული სირიაში, სადაც ისინი ტერორისტების არმიას შეუერთდნენ. რამდენიმე კაცია პანკისიდან გასული, თუკი რომელიმე დაბრუნდება და დადასტურდება მისი მონაწილეობა ტერორისტულ საქმიანობაში, აღიძრება სისხლის სამართლის საქმე“, – განაცხადა აბაშიძემ.

banner
წინა სტატიაშიალა პუგაჩოვა: ვინ არის შენი მეგობარი, საყვარელო რუსეთო
შემდეგი სტატიაგორში მომხდარი მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს