თვითმფრინავში ბომბების არსებობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ დადასტურდა

ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ბრიუსელისკენ მიმავალ ორ სამგზავრო თვითმფრინავში არის ბომბის აფეთქების საფრთხე, არ დადასტურდა. ამის შესახებ იუწყება ბელგიის ტელევიზია ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით. ორივე თვითმფრინავი მშვიდობიანად დაეშვა აეროპორტში, ოსლოდან მომავალი თვითმფრინავი -ბრიუსელში, ხოლო მაროკოს რეისი- საფრანგეთი ქალაქ ტულუზაში.
შეგასხენებთ, დღეს საღამოს, ბრიუსელის აეროპორტში გამოცხადდა განგაში. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბრიუსელისკენ მიმავალ ორ სამგზავრო თვითმფრინავში სავარაუდოდ ბომბის აფეთქების საშიშროება იყო. ხელისულებამ მოახდინა სპეცსამსახურების მობილიზაცია აეროპორტის ტერიტორიაზე.

banner
წინა სტატიაშისასწრაფოდ: ბრიუსელის აეროპოტში ორი თვითმფრინავი მიფრინავს, სადაც, სავარაუდოდ, ბომბია
შემდეგი სტატიათვითმფრინავებში ბომბის შესახებ ინფორმაცია ბრიუსელის საავადმყოფოდან მიიღეს