თვითმფრინავის ბორტზე ბომბის შესახებ ინფორმაციამ გერმანული პოლიცია დააბნია

გერმანიაში, თვითმფრინავის ბორტზე არსებული ბომბის შესახებ მიღებული ინფორმაციის შემდეგ, მიუნჰენის პოლიციამ შემთხვევით სხვა ლაინერის მგზავრების ევაკუირება მოახდინა – გერმანული “ბილდი” წერს.
როგორც პოლიციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, სანდრა ლაისტმა განაცხადა, ინციდენტი 8 მაისს მოხდა. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კომპანია Norwegian Airlines-ის თვითმფრინავში ბომბია, ანონიმურად მიიღეს. ის აფრენიდან რამდენიმე წუთში უნდა გააქტიურებულიყო.

პოლიციელებმა შეცდომით, სხვა თვითმფრინავი შეამოწმეს, ამასობაში კი რეისი, რომელზეც შევიდა შეტყობინება, განრიგით, ჩვეულებრივად გაფრინდა ბარსელონაში.
პოლიცია საკუთარ შეცდომას შემოწმების დაწყებიდან საათნახევრის შემდეგ მიხვდა, ამის შემდეგ, უკვე გაფრენილმა ლაინერმა სასწრაფო დაფრენა განახორციელა მადრიდში. შემოწმებისას ბომბი მაინც არ აღმოუჩენიათ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: მედიის თავისუფლების მიმართულებით უზარმაზარ პროგრესს მივაღწიეთ
შემდეგი სტატიაავსტრიაში ახალი კანცლერი აირჩიეს