თვითმფრინავებში ბომბის შესახებ ინფორმაცია ბრიუსელის საავადმყოფოდან მიიღეს

ბრიუსელის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ოფიციალურმა წარმომადგენელმა პიერ მეისმა განაცხადა, რომ ექსტრემალურმა სამსახურმა 112, თვითმფრინავებზე ბომბების არსებობის შესახებ ინფორმაცია ბრიუსელის საავადმყოფოდან მიიღო.
“სავარაუდოდ, საუბარია განზრახ ტყუილზე” – განაცხადა მეისმა. ამასთანავე, მან აღნიშნა, რომ ჯერჯერობით, უცნობია რომელი საავადმყოფოდან შევიდა ზარი.
ორივე თვითმფრინავი მშვიდობიანად დაეშვა აეროპორტებში, ოსლოდან მომავალი თვითმფრინავი – ბრიუსელში, ხოლო მაროკოს რეისი – საფრანგეთის ქალაქ ტულუზაში.
შეგასხენებთ, დღეს საღამოს, ბრიუსელის აეროპორტში გამოცხადდა განგაში. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბრიუსელისკენ მიმავალ ორ სამგზავრო თვითმფრინავში, სავარაუდოდ, ბომბის აფეთქების საშიშროება იყო.

banner
წინა სტატიაშითვითმფრინავში ბომბების არსებობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ დადასტურდა
შემდეგი სტატიამცოცავი ანექსიის პირობებში რუსეთისთვის ახალი გზის გახსნა მათ ტერიტორიების მიტაცებაში კიდევ უფრო დაეხმარება