თვითმმართველობის წარმომადგენლები ლადო პაპავას კაბინეტში შეცვივდნენ

თსუ-ს თვითმმართველობის წარმომადგენლები უნივერსიტეტის რექტორის კაბინეტში შეცვივდნენ. მათ კიდევ რამდენიმე აუდიტორია დაიკავეს.

ისინი ლადო პაპავას გადადგომას გუშინ 14 მარტიდან ითხოვენ. თუმცა უნივერსიტეტის რექტორმა განაცხადა, რომ გადადგომას არ აპირებს.

თვითმმართველობის წარმომადგენლებს უნივერსიტეტის შენობაში მისი მხარდამჭერები უკანა კარიდან დღეს დილიდან შეყავდათ. ბოლო ნაკადი მათ რამდენიმე წუთის წინ შეიყვანეს. მიუხედავად იმისა, რომ უკანა კართან პოლიცია იდგა, ახალგაზრდების შეჩერება მათ ვერ შეძლეს.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი ქუმსიშვილი: ლარი სტაბილურად მყარდება, რამაც ვაჭრობის წახალისება უნდა განაპირობოს
შემდეგი სტატიახელისუფლების მორიგი კომპრომატების მასტერკლასი