რუსთავში 40 წლამდე მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შემთხვევა დუმბაძის ქუჩაზე მოხდა, ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.