თვითმხილველის თქმით ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკურად რამდენიმე პირი უსწორდებოდა

ტვიტმხლთვითმხილველის თქმით ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკურად რამდენიმე პირი უსწორდებოდა, რის შემდეგაც სავარაუდოდ მოახდინეს გასროლაც.
„მუქი ლურჯი კაპიუშონიანი კურტკა ეხურა, ჯოხი ქონდა კომბლის ჯოხები, რომ არის დიდი რაღაცნაირი და ურტყამდა იმას, მე აქედან კივილი დავიწყე შვილო , რატო სცემთ, რატომ კლავთ არა ქნათ-მეთქი. მერე დავურეკე პატრულს, პატრული რომ მოვიდა ავედი და კაცი ეგდო, სისხლიანი იყო“- აცხადებს თვითმხილველი ქალბატონი.

ალექსი პეტრიაშვილი დღეს საბურთალოს სასაფლაოზე დაჭრეს. „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალურ მდივანს მიყენებული ჭრილობები, როგორც ცეცხლსასროლი იარღით ასევე ბლაგვი საგნითაც. პოლიტიკოსს ამ დროისთვის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოპერაცია უტარდება. პეტრიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

https://youtu.be/3F2_K78kkXM

banner
წინა სტატიაში,,გამოვხატავ პრეზიდენტის პოზიციას, რომ მსგავსი ფაქტები აჩენს დაუცველობის განცდას”
შემდეგი სტატია,,ეს არის როგორც პოლიტიკური კლიმატის, ისე კრიმინოგენული კრიზისის მაჩვენებელი”