თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთში საზღვრის დელიმიტიზაცია-დემარკაციის საკითხების კომისია შექმნეს

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის პარლამენტში საზღვრის დელიმიტიზაცია-დემარკაციის საკითხების საგამოძიებო კომისია შექმნეს – გადაწყვეტილება რესპუბლიკის პარლამენტმა მიიღო. როგორც ვიცე-სპიკერმა რუსლან თადეევმა განაცხადა, კომისიის შექმნის აუცილებლობა დადგა ზნაურის რაიონის წნელისის ხეობის მოსახლეობის პრეტენზიის გამო, რომლებიც უკმაყოფილოები დარჩნენ იმის გამო, რომ სოფელ წნელისის ნაწილი სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საზღვრებს მიღმა დარჩა – დე-ფაქტო რესპუბლიკის ოფიციალური პირები ავრცელებენ. “ამიტომ ადგილობრივები სხვადასხვა ინსტანციებს მიმართავენ საკითხის გადაწყვეტის მოთხოვნით, თუმცა ის ისევ ღიად რჩება. აღნიშნული საკითხის განხილვისას კომიტეტის წევრები ყველა მასალას შეისწავლიან, რომლითაც სახელმწიფო კომისია დემარკაციისა და დელიმიტაციის საკითხებს ასრულებს” – რუსლან თადეევმა თქვა. აღნიშნული საკითხის შესწავლისას აღმოჩნდა, რომ კიდევ არის ისეთი ადგილები, სადაც საზღვარი არასრორადაა გაყვანილი. ჩვენ ისეთი მიწა არ გვაქვს, რომ მისი ვინმესთვის ჩუქება, თუნდაც ერთი მეტრის, შეგვეძლოს და ეს საკითხი საგულდაგულო შესწავლას მოითხოვს, თუკი დარღვევები არის დაშვებული სპეციალურად ან შემთხვევით, ეს ფაქტები აუცილებლად უნდა გამოსწორდეს” – დაამატა თადეევმა.

 

banner
წინა სტატიაშილაშა რუსთავსკის და 30 ქართველ კრიმინალს თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
შემდეგი სტატიანუცუბიძეზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სარდაფში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს