თურქულმა მედიამ ათათურქის აეროპორტში მომხდარი თავდასხმის ორგანიზებაში ეჭვმიტანილად ჩეჩენი აჰმედ ჩატაევი დაასახელა

თურქულმა მედიამ ათათურქის აეროპორტში მომხდარი თავდასხმის ორგანიზებაში ეჭვმიტანილად ჩეჩენი აჰმედ ჩატაევი დაასახელა

სდეთურქულმა მედიამ ათათურქის აეროპორტში მომხდარი თავდასხმის ორგანიზებაში ეჭვმიტანილად ჩეჩენი აჰმედ ჩატაევი დაასახელა. ჩატაევი ე.წ. ხალიფატის, ფუძემდებელი ტერორისტული ორგანიზაციის წევრია. ის სასჯელს საქართველოში იხდიდა. ჩატაევი ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს დაკავებულთა შორის ერთ-ერთია.
2012 წელს როცა საქართველოში მთავრობა შეიცვალა ის საპატიმროდან საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე 5 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. საბოლოოდ კი თბილისის საქალაქო სასამართლომ ჩატაევი უდანაშაულოდ ცნო.

ინფორმაციის გაჟღერებისთანავე ფაქტს შეფასებები მოჰყვა ქართველი ჟურნალისტების მხრიდან. ქრონიკა პლუსის მთავარმა რედაქტორმა ელისო კილაძემ განაცხადა, რომ ჩატაევი – იგივე “ცალხელა ახმედი”-ს გათავისუფლებას უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე აქტიურად მოითხოვდა.

როგორც კილაძე აცხადებს კაკაბაძის აქტიურობით და შუამდგომლობით, მოხდა ჩატაევის ცოლის პანკისიდან გაყვანაც.

ჟურნალისტი აცხადებს, რომ აჰმედ ჩატაევი რუსული “გრუ” – ს წარმომადგენელია, შესაბამისად ქრონიკა პლუსის რედაქტორი არც იმას გამორიცხავს, რომ თურქეთში, ათათურქის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის უკან რუსეთი იდგეს.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის მკვიდრმა 4 წლის ბავშვი ცემით მოკლა
შემდეგი სტატიასაქართველოს ორ მოქალაქეს უკრაინაში 3 წლით არ შეუშვებენ