თურქული ოჯახი რომელიც საბერძნეთში გაქცევას ცდილობდა ეგეოსის ზღვაში დაიხრჩო

 

თურქეთიდან საბერძნეთში გაქცევისას 5-სულიანი ოჯახი ნავის ჩაძირვის შედეგად ეგეოსის ზღვაში დაიხრჩო. ბერძნული პრესის ინფორმაციით, ბავშვების ცხედრები კუნძულ მეტელინეს სანაპიროზე იპოვეს. შემთხვევის დროს დაღუპულთა სახელებია: ჰუსეინ მადენი (40), ნურ მადენი (36) ნადირე მადენი (13), ბაჰარ მადენი (10), და ფერიდუნ მადენი (7).
გავრცელებული ინფორმაციით, ფიზიკის მასწავლებელი მამა ჰუსეინ მადენი 15 ივლისის შემდეგ გამოქვეყნებული განკარგულებით სამსახურიდან გაათავისუფლეს. მადენეების ოჯახის კასტამონში მცხოვრები ნათესავები განმარტავენ, რომ წყვილს უფრო ადრე ფეთჰულაჰ გიულენის ორგანიზაციის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაიკითხეს და მათ ქონება ჩამოართვეს. ნათესავების ინფორმაციით, დედა ნურ მადენის წინააღმდეგ დაკავების ორდერი იყო გაცემული და პოლიციის ზეწოლის გამო საზღვარგარეთ წასვლა სურდათ.
სახალხო დემოკრატიული პარტიის (HDP) დეპუტატმა მერალ დანიშ ბეშთაშმა საკითხი პარლამენტის დღის წესრიგში დააყენა და თურქეთის ეროვნული ასაბლეის(TBMM) თავმჯდომარეს ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვები გადასცა იმ მოტივით, რომ ამ კითხვებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი უპასუხებდა.
წყარო: http://tr.euronews.com/2017/11/23/yunanistana-kacmaya-calisan-turk-aile-egede-can-verdi

banner
წინა სტატიაშისტაჟიორებთან შეხვედრა აფხაზეთის იუსტიციის დეპარტამენტში
შემდეგი სტატიასაშინელი ტერაქტი ეგვიპტეში-დაღუპულია 230-ზე მეტი ადამიანი