თურქული მედია ორი სავარაუდო თვითმკვლელის ფოტოს აქვეყნებს

თურქულ მედიაში ორი სავარაუდო თვითმკვლელის ფოტო ვრცელდება, რომლებმაც გუშინ ათათურქის აეროპორტში თავი აიფეთქეს. თურქული გაზეთი Haber Turk -ის ინფორმაციით, ერთ-ერთი სავარაუდო თვითმკვლელი, რომელიც ფოტოზე ზამრის ქურთუკით არის დაფიქსირებული, მუსლიმ სარიარია.

მეორე სავარაუდო თვითმკვლელი, სათვალთვალო კამერამ მაშინ დააფიქსირა, როდესაც ის ავტომატიდან ისროდა.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაიღუპა 41 და დაშავდა 239 ადამიანი.

banner
წინა სტატიაშიინდოელმა პოლიციელმა შემთხვევით ჩამოიხრჩო თავი საგანმანათლებლო ჩვენების დროს
შემდეგი სტატიანემცოვის მკვლელობის საქმე სასამართლოს გადაეცა