თურქული ხომალდი ჯარისკაცების სამძებრო სამუშაოებში მეორე დღეა მონაწილეობს

თურქეთის სასაზღვრო ძალების მეორე სამძებრო-სამაშველო ხომალდი Minehunter-ი გონიოში დაკარგული ჯარისკაცების სამძებრო სამუშაოებში უკვე მეორე დღეა მონაწილეობს.

ხომალდი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში გუშინ, დილის 07:00 საათზე შემოვიდა და სამძებრო სამუშაოებში ჩაერთო.

თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ხომალდზე თურქეთის გენერალურ კონსულ იასინ თემიზქანთან და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან ერთად ავიდა. ლევან იზორიამ ხომალდის ეკიპაჟისგან სამოქმედო გეგმა მოისმინა და სამძებრო ღონისძიებაში უშუალოდ ჩაერთო.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, თურქული ხომალდი სამძებრო სამუშაოებს სულ მცირე სამი დღის განმავლობაში განაგრძობს, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, სამძებრო ღონისძიებები გაგრძელდება.

თურქეთის სასაზღვრო ძალების 650-ტონიანი სამძებრო ხომალდი სიღრმეში ძებნა-გადარჩენის ოპერაციებზეა გათვლილი. ხომალდის ეკიპაჟი 41 კაცს შეადგენს და სანავიგაციო რადარით არის აღჭურვილი.

თურქული ხომალდი სამძებრო სამუშაოებს დაახლოებით, 200 მეტრი სიღრმის და 350 მეტრი მანძილის რადიუსზე აწარმოებს.

banner
წინა სტატიაშისაგარეო საქმეთა სამინისტრო – თურქეთში საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან
შემდეგი სტატია“გზა სოხუმისკენ” – აქცია სამეგრელოში