თურქულ-ქართული სკანდალი …

erdogan__fethullah_gulenთურქული ტელეარხ ,,A-Haber,,-ის გადაცემა ,,Arka Plan,,-ში (,,უკანა ხედი,,) თურქის სამართალდამცავების მიერ, ფეტულაჰ გულენის ანტისახელმწიფოებრივი ორგანიზაციის წევრობისათვის ძებნილმა, საქართველოში თურქული სკოლებისა და სასწავლებლებისა დამფუძნებელმა ჰაიატი ქუჩუკმა, ჩვენს ქვეყანაში სასწავლებლების გახსნის რეალურ ინიციატორზე და მიზეზებზე – სკანდალური განაცხადება გააკეთა…

ჰაიატი ქუჩუკმა, საქართველოში სასწავლებლების დაფუძნებისა და გახსნის ინიციატორად, თურქეთის ხელისუფლების მიერ ქვეყნის კონსტიტუციური წყობის შეცვლისა და პარალელური მთავრობის ჩამოყალიბებაში დადანაშაულებული ორგანიზაციის ლიდერი, თურქეთის მიერ ძებნილი, აშშ-ს პრენსილვანიის შტატს შეფარებული ფეტულაჰ გიულენი დაასახელა…

gulenin_kucukქუჩუკმა, ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში მაყურებელს მოუთხრო, თუ როდის და როგორ გაიცნო ფეტულაჰ გიულენი და როდიდან დაიწყო საქართველოში მისი დავალებით მუშაობა… ქუჩუკის განცხადებით, ის 1993 წელს ჩავიდა საქართველოში და მალევე დაამყარა შევარდნაძისდროინდელ საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობა… და მას შემდეგ წარმატებით მოღვაწეობდა საქართველოში. ,,გიულენმა დაგვავალა… ჩვენ გავაკეთეთ… მე საქართველოში დაფუძნებული ორგანიზაციის ფორმალური ხელმძღვანელი ვიყავი,, აცხადებს ქუჩუკი, რომელიც ასევე აღნიშნავს, რომ ის თავის დროზე საქართველოს მთავრობის მრჩეველის მოვალეობასაც ასრულებდა და ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო კომისიის წევრიც იყო… და რომ მას საქართველოს მოქალაქეობაც აქვს.

,,თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში სკოლები და სასწავლებლები გავხსენით… რასაც მე ვხედავდი, ამ სასწავლებლების გახსნის მიზანი იყო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუმჯობესება და თურქეთის იმიჯის მაღალ დონეზე  შენარჩუნება ამ ქვეყანაში,, აცხადებს ჰაიატი ქუჩუკი, რომელიც აღნიშნავს, რომ მან შემდგომში გაიგო გიულენის მიერ სასწავლებლების გახსნისა და სხვადასხვა ქვეყნებში საგანმათლებლო ორგანიზაცით შესვლისა და ხელისუფლებასთან დაახლოების რეალური მიზეზები…

,,2002 წლიდან, ერდოღანის ხელისუფლებაში მოსვლიდან,  ჩემთვის თანდათანობით ნათელი გახდა, რომ გიულენი, რომლის დოქტრინის გავრცელებას ვახდენდით მსოფლიოში, არა რომელიმე რელიგიურ-პოლიტიკური ჯემაათის ხელმძღვანელი იყო, არამედ აშშ-ს,  ისრაელის და სხვა დასავლური სპეცსამსახურებთან დაახლოებული პირი… გიულენს ისევე არ უყვარდა ერდოღანი, როგორც დასავლეთის ზოგიერთ ლიდერს და ისრაელს…  ჩვენს მიერ შუა აზიაში და ჩეჩნეთში სასწავლებლების გახსნა, ეს იყო ნიადაგის მომზადება ამ ქვეყნებში ამერიკული სპეცსამსახურების შესასვლელად,, აცხადებს ჰაიატ ქუჩუკი, რომელიც არ გამორიცხავს, რომ ფეტულაჰ გიულენი – მასონია.

,,გიულენის ორგანიზაციას, დღემდე ყველა ქვეყანის ხელისუფლებაში ჰყავს ხელფასიანი თანამოაზრე, რომელიც მისთვის მუშაობს… ვაფინასებდით ყველას ვინც კი რამეში გამოგვადგებოდა იმ ქვეყანაში… საქმე იქამდიც მივიდა, რომ საქართველოში გიულენმა ეკლესიის დაფინანსებაც კი დაგვავალა… დიახ ქართულ ეკლესიას გადავუხადეთ ფულით… არ ვიხევდით უკან ქრთამებზეც… იმ დროინდელ საქართველოს პრეზიდენტს, ედუარდ შევარდნაზეს, 165.000 დოლარის ჩეკი გადავეცით ქრთამის სახით თავის კაბინეტში… ამ ფაქტს თურქეთის იმდროინდელი ელჩიც ესწრებოდა,, აღნიშნავს ქუჩუკი.

საქართველოსთან მიმართებაში ჰაიატი ქუჩუკი ბოდიშსაც იხდის… ,,მე ამ ქვეყანასთან ბოდიში მაქვს მოსახდელი… საქართველოში ჩემმა მეგობრებმა იციან, თუ როდის და როგორ დავტოვე ეს საქმე და დავუსვი  წერტილი,, აცხადებს თურქული სასწავლებლების დამფუძნებელი და ხაზს უსვამს, რომ გიულენის იდეების რეალიზება, საბოლოო ჯამში მტრად გადაჰკიდებდა ერთმანეთს ორ ქვეყანას, საქრთველოს და თურქეთს.

margiani-ahaberგადაცემის მსვლელობისას, თურქულმა არხმა საქართველოში, შევარდნაძის დროინდელ პრემიერმინისტრთან, ავთანდილ მარგიანთან ჩაწერილი ინტერვიუც აჩვენა… სადაც მარგიანი ყვება, რომ ქუჩუკს კარგ კაცად იცნობდა და მისი ორგანიზაცია ეხმარებოდა საქართველოს მთავრობას, როგორც ხორბლით მომარაგების საკითხებში ასევე სხვა თემებში… ,,ის, ძალიან კარგი კაცი იყო… დიდი ხანია მას ვიცნობ და რაც თანამდებობიდან წამოვედი, მას მერეც არ გამიწყვეტია მასთან ურთიერთობა… ბევრი საქმე გაგვიკეთებია ერთად… სკოლები… ეკლესიის რესტავრაციაც კი გააკეთა თავისი სახელით… გიულენს არ ვიცნობ პირადად, თუმცა თურქეთის პრეზიდენტი დემირელი, საქართველოში ჩამოსვლის დროს, მას სკოლების თანდებად დაუდგა და ვიცი, რომ საქართველოსთვის რთულ პერიოდში 50.000 ტონა ხორბალი აჩუქა გიულენმა საქართველოს… მე არაფერი ვიცი პარალელური მთავრობის საქმის შესახებ, ახლა გავიგე თქვენგან… საჭიროა თურქულმა მხარემ ჩვენც გაგვარკვიოს ამ საქმეში,, აცხადებს მარგიანი თურქული არხისთვის მიცემულ ინტერვიუში.

აღსანიშნავია, რომ ფეტულაჰ გიულენის მიერ საქართველოს ,,იმამად,, დანიშნული ჰაიატ ქუჩუკის მიერ წუხელ თურქული ტელარხით გაკეთებული აღიარებითი განცხადება, პირველია გიულენის უახლოესი გარემოცვიდან… ამ ინტერვიუში პირველად გაიშიფრა უცხო ქვეყანაში,  გულენის კანონგარეშე ორგანიზაციის საქმიანობის დეტალები… თურქი ჟურნალისტები, უკვე დღეიდან, ფართო გამოხმაურებას ელიან ჰაიატი ქუჩუკის ამ სკანდალურ ინტერვიუსთან დაკავშირებით, როგორც თურქეთში – ასევე საქართველოში.

თურქულ მედიაზე დაყრდნობით

კახაბერ ადამია ,,თაიმერი,,

banner
წინა სტატიაშიაშშ: ისლამური სახელმწიფო ნავთობის სირიისთვის მიყიდვით შოულობს ფულს
შემდეგი სტატიაშსს-მ სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო