თურქულ მიტინგებს, გერმანია-ჰოლანდიის შემდეგ, ბელგიაც კრძალავს

ბელგიის ქალაქ ანტვერპენის მთავრობამ თურქი ნაციონალისტების მიტინგი აკრძალა – The Daily Sabah-ი წერს. თურქულმა ოპოზიციურმა “ნაციონალური მოძრაობის პარტიამ”, რომელიც ულტრამემარჯვენე პოზიციებს იზიარებს, თურქეთში საკონსტიტუციო რეფორმებზე სასაუბროდ მიტინგის ჩასატარებლად განაცხადი შეიტანა. ის დააკმაყოფილეს, მაგრამ რამდენიმე საათის შემდეგ, ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ მიტინგი გადაიდო. ქალაქის მერის ბარტ დე ვებერის თქმით, შეკრება უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე ჩაიშალა.
შეგახსენებთ, რომ გერმანიასა და ნიდერლანდებშიც გადაიდო თურქეთის ლიდერების შეხვედრები ადგილობრივ თურქებთან, რომლებსაც, ასევე, საკონსტიტუციო ცვლილებებზე უნდა ესაუბრათ. საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ რეფერენდუმი თურქეთში აპრილში გაიმართება. მისი მიღების შემთხვევაში, თურქეთის პრეზიდენტს უფლებამოსილება უფართოვდება.

banner
წინა სტატიაშიქალს მოგზაურობისას ყურთსასმენები აუფეთქდა
შემდეგი სტატიატრამპის საგადასახადო დეკლარაციის გაჟონვამ თეთრი სახლის აღშფოთება გამოიწვია