თურქს არასრულწლოვანი მიგრანტის გაუპატიურებისათვის 108 წელი მიუსაჯეს

თურქს არასრულწლოვანი მიგრანტის გაუპატიურებისათვის 108 წელი მიუსაჯეს

4თურქეტთის სასამართლომ საკუთარი ქვეყნის მოქალაქეს 108 წლით თავისუფლება აღუკვეთა არასრულლოვანი მიგრანტის გაუპატიურებისათვის, რომელიც სირიელი ლტოლვილების ბანაკში ცხოვრობდა – გაზეთი Hürriyet-ი წერს.
გამოცემის თანახმად, 29 წლის ერდალ ე. ბანაკში დამლაგებლად მუშაობდა, რომელიც ქალაქ ნიზპშია, გაზიანტების რაიონში. 2015 წელს სამი თვის მანძილზე ის დანაშაულებრივ ქმედებას ჩადიოდა არასრულწლოვანებთან საზოგადოებრივ საპირფარეშოში. ამასთანავე, ის ბავშვებს მცირეოდენ თანხას უხდიდა.
დამნაშავის მსხვერპლი გახდნენ 8 და 12 წლის ბიჭები. ამასთანავე, საჩივარი მხოლოდ 8 წლის ბიჭის ოჯახმა შეიტანა – სხვებს ლტოლვილის სტატუსის დაკარგვის შეეშინდათ.

მამაკაცი 2015 წლის სექტემბერში დააკავეს, ის მის მიმართ გამოქმულ ბრალდებებს უარყოფს, ამასთანავე, მისი თქმით, ჟანდარმერია მას ციხეში აწამებს და ავიწროვებს.
ნიზიპეს ბანაკში 11 ათასი ლტოლვილი ცხოვრობს. აპრილში ბანაკი გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა მოინახულა.

banner
წინა სტატიაშიკადიროვი გროზნოში ქუჩას მოჰამედ ალის სახელს დაარქმევს
შემდეგი სტატიაპოლონეთმა რუსეთის საზღვარზე კონტროლი გააძლიერა