თურქი სტუდენტები რუსული უნივერსიტეტიდან გარიცხეს

თურქი სტუდენტები რუსული უნივერსიტეტიდან გარიცხეს

თურქი სტუდენტები რუსული უნივერსიტეტიდან გარიცხესგასული წლის დეკემბერში სამი თურქი სტუდენტი, რუსეთის ფედერალური ბიუროს გადაწყვეტილებით, ატომური კვლევითი უნივერსიტეტი МИФИ-დან გარიცხეს – ამის შესახებ ინფორმაცია დღეს პრეზიდენტის ადამიანის უფლებათა საბჭოს საიტზე განთავსდა.
“მოსკოვის ნაციონალური ატომური კვლევის უნივერსიტეტის საინჟინტო-ფიზიკური ინსტიტუტის სამი სტუდენტი უშიშროების ფედერალური ბიუროს გადაწყვეტილებით გარიცხეს” – ნათქვამია გენერალური პროკურატურის განცხადებაში. გარიცხვის მიზეზი სტუდენტების რუსეთის ფედერაციაში ყოფნის “არასასურველობა” დასახელდა.

განათლების სამინისტროს მიერ ადრე გავრცელებული განცხადების თანახმად, თურქ სტუდენტებს რუსეთში, ორ ქვეყანას შორის გართულებული მდგომარეობსი მიუხედავად, პრობლემები არ შეექმნებოდათ.

გენერალური პროკურატურის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ასევე საუბარია ვორონეჟის მხარეში ათობით თურქი სტუდენტის გარიცხვის შესახებ.

რუსეთსა და თურქეთს შორის მდგომარეობა თურქი სამხედროების მიერ რუსული ბომბდამშენის სუ-24-ის ჩამოგდების შემდეგ გართულდა. ქვეყნებმა ერთმანებს სანქციები დაუწესეს.

banner
წინა სტატიაშიერდოღანი: სირიასთან მოლაპარაკებებს აზრი არა აქვს, სანამ რუსეთი ავიადარტყმებს ახორციელებს
შემდეგი სტატიაევროკომისიის პროგნოზი ნავთობის ფასთან დაკავშირებით