თურქი მინისტრი სპეცსამსახურების ჯგუფური ჩხუბის ეპიცენტრში აღმოჩნდა (ვიდეო)

მშობლიურ ორდუს რაიონში ჩასული თურქეთის კულტუისა და ტურიზმის მინისტრი ნუმან ქურთულმუში, ჯგუფური ჩხუბის ეპიცენტრში აღმოჩნდა.

თურქული მედიით გავრცელებული ინფორმაციით, თურქი მინისტრი მშობლიურ რაიონში ჭიდაობის ფესტივალზე დასასწრებად ჩავიდა. სტადიონზე მისულ მინისტრს, სამთავრობო ტრიბუნაზე ქალაქის გუბერნატორი და მერი შეეგებნენ. მისალმებისა და მოკითხვის შემდეგ, სამთავრობო ტრიბუნაზე მოულოდნელად ჩხუბი ატყდა… ქალაქის მერის გვერდით მჯდომ რაიონის უშიშროების უფროსს, მერის დაცვის წევრებმა ადგილის განთავსუფლება თხოვეს, რათა მერის გვერდით მინისტრი დანჯდარიყო, რასაც უშიშროების უფროსის დაცვისა და მერიის დაცვის სამსახურის წევრებს შორის ჯგუფური ჩხუბი მოჰყვა…
ჩხუბის ეპიცენტრში აღმოჩენილი თურქი მინისტრი, საკუთარმა დაცვამ და ჟანდარმერიის წარმომადგენლებმა, სახიფათო ადგილს განარიდეს… გავრცელებული ცნობით, მინისტრი აღნიშნულ ღონისძიებაზე სიტუაციის დაწყნარების შემდეგაც არ დაბრუნებულა.

https://youtu.be/leUser-XnNg

banner
წინა სტატიაშიბლოგერი ვლადიმერ ჩიქობავა საგანგებო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაგიორგი მღებრიშვილი პოლიციის თანამშრომლებს მადლობას უხდის