თურქეთში უზბეკური ოპოზიციის ლიდერის მკვლელობა აღკვეთეს…

თურქული მედია, მათ ტერიტორიაზე რუსული სპეცსამსახურების აგენტების გააქტიურებაზე და მათ მიერ რამდენიმე ადამიანის მოკვლასა და მკვლელობის მცდელობაზე საუბრობს…

თურქული ტელეარხი Atv, რუსული სპეცსამსახურების მიერ სტამბულში განხორციელებული მკვლელობების შესახებ აკეთებს ინფორმაციას… მოკლულთა შორის არის უზბეკური წარმომავლობის სასულიერო პირი აბდულაჰ ბუჰარი,  ჩეჩენი ეროვნების რამდენიმე პიროვნება… ხოლო – 5 დეკემბერს, თურქმა სპეცსამსახურებმა უზბეკეთის ოპოზიციის თურქეთს შეფარებული ლიდერის მოჰამად სალიჰის მკვლელობა აღკვეთა…

1-2რუსეთის ერთგული მოკავშირის, უზბეკეთის პრეზიდენტის ისლამ ქარიმოვის დაუძინებელი მტერი, უზბეკი პოეტი, დისიდენტი და უზბეკეთში ნახევრად იატაკქვეშეთში მოქმედი ოპოზიციის ლიდერი 65 წლის მოჰამად სალიჰი, 20 წელზე მეტია, რაც თურქეთში თავშესაფრით სარგებლობს… თუმცა უზბეკეთში მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ქვეყანაში გააქტიურებული მისი მომხრეების დასაშოშმინებლად, ეტყობა სალიჰის მოშორება გადაწყვიტეს…

თურქულმა სპეცსამსახურებმა, ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მოჰამედ სალიჰის საცხოვრებული ადგილის მახლობლად რამდენიმე კაცი დააკავეს, რომლებიც თურქული მედიის ცნობით, სალიჰის მკვლელობას გეგმავდნენ და მას უთვალთვალებდნენ… დაკავებულებს, სხვადასხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნის პასპორტები აღმოაჩნდათ, თუმცა თურქეთის სპეცსამსახურები ვარაუდობენ, რომ ისინი ყველანი რუსული სპეცსამსახურების აგენტები არიან. სალიჰის მკვლელობის მცდელობა სპეცსამსახურებს 2013 წელსაც ჰქონდათ, აცხადებს თურქული მედია.

salikhაღსანიშნავია, რომ უზბეკი ავანგარდისტი პოეტი – მოჰამად სალიჰი, გასული საუკუნის 80-ანი წლებიდან ეწეოდა ანტიკომუნისტურ, დისიდენტურ საქმიანობას. 1989 წელს მან უზბეკეთში დაარსა პარტია ,,ერკი,, (თავისუფლება)… 1990 წლიდან კი – უზბეკეთის პარლამენტის წევრი იყო… ის ერთადერთი მოწინააღმდეგე იყო 1991 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დღევანდლამდე შემორჩენილი უზბეკეთის პრეზიდენტის ისლამ ქარიმოვის. საერთაშორისო ორგანიზაციების ცნობით, საპრეზიდენტო არჩევნები 1991 წელს უზბეკეთში პრორუსული ძალების მიერ გაყალბდა, რასაც მასობრივი გამოსვლები მოყვა და რაც გარკვეული პერიოდის შემდეგ, არალეგიტიმურმა უზბეკეთის პრეზიდენტმა ქარიმოვმა ჩაახშო. ქარიმოვის ბრძანებით დააპატიმრეს სალიჰი, მისი თანამებრძოლები და ისინი სამშობლოს ღალატის მუხლით გაასამართლეს..  თუმცა საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლით, სალიჰი იმავე წელს გაანთავისუფლეს ციხიდან და შინაპატიმრობა მიუსაჯეს. მიუხედავად შინაპატიმრობისა, სალიხმა მოახერხა ჯერ ბაქოში გაქცეულიყო, ხოლო იქედან თურქეთში. 1994 წლიდან, სალიჰი თურქეთში იმყოფება და როგორც თურქული მედია აცხადებს, მას დღეიდან 24 საათიან რეჟიმში სპეციალური სამსახურები დაიცავენ.

www.timer.ge

 

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს მკაცრი მუქარა რუსეთს და ირანს…
შემდეგი სტატიასახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს