თურქეთში ტერორიზმის პროპაგანდის ბრალდებით 235 ადამიანი დააკავეს

თურქეთში ტერორიზმის პროპაგანდის ბრალდებით 235 ადამიანი დააკავეს, ისინი ქურთების მუშათა პარტიის სასარგებლოდ აგიტაციას ეწეოდნენ – Reuters-ი წერს. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის სულეიმან სოილუს თქმით, დაპატიმრებები 11 პროვინციაში განხორციელდა.

მასობრივი დაკავებების მიზეზი 10 დეკემბერს სტამბოლში მომხდარი ტერაქტი გახდა, რომლის დროსაც, უკანასკნელი მონაცემებით, 44 ადამიანი დაიღუპა და 155 დაიჭრა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ქურთების მუშათა პარტიამ აიღო.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთში დაძაბულობა მატულობს
შემდეგი სტატია,,ისლამურმა სახელმწიფომ,, პალმირა აიღო და რუსული ავიაბაზის შტურმი დაიწყო