თურქეთში ,,სხვის ანგარიშზე გამძღარი,, რუსი ტურისტები დააკავეს

თუქული Hurriyet Daily News-ის ცნობით, ანტალიის ოლქის ქალაქ ქემერში, ერთ-ერთ სასტუმროში მთვრალი რუსი ტურისტები დააკავეს, რომელიც სასტუმროს ბინადრები არ იყვნენ და სასტუმროს რესტორანში შეპარულნი, იქ უკანონოდ მიირთმევდნენ.


გავრცელებული ინფორმაციით, 42 წლის ანდრეი ვ. 41 წლის ელენა კ. და 37 წლის იულია ფ. მაშინ დააკავეს, როდესაც ისინი ქემერის ერთ-ერთი სასტუმროს რესტორანში გამომთვრნენ და დებოში ატეხეს. როგორც თურქულმა პოლიციამ გაარკვია, რუსეთის მოქალაქეებს ტურისტული ვიზა არ ჰქონდათ და თურქეთში ისინი კერძო ვიზიტით იმყოფებოდნენ, სადაც “all inclusive” სისტემის სხვადასხვა სასტუმროს კლეინტებისათვის განკუთვნილი სამაჯურების გამოყენებით, რომელიც არალეგალური გზით ჰქონდათ მოპოვებული, რესტორნებში შედიოდნენ და იქ უფასოდ მირთმევდნენ.
აღსანიშნავია, რომ ორიოდე კვირით ადრე, ანტალიის სასტუმრო Aventura Park -იდან ,,ჩეკ აუტის,, დროს დაცვის თანამშრომლებმა რუსი ბიზნესმენი და მისი მეუღლე დააკავეს, რომელთაც სასტუმროდან უკანონოდ გაჰქონდა 15 ცალი ტუალეტის ქაღალდი, ხალათები, ჩუსტები, სასტუმროს რესტორნიდან მოპარული ხილი, სასმელები და ასევე სასტურმოს ბაღიდან ფესვიანად ამოთხრილი ყვავილები. რის გამოც დაკავებულ რუსეთის მოქალაქეებს ჯარიმის სახით 2500 დოლარამდე გადაახდევინეს.

banner
წინა სტატიაშიკადიროვმა დაღესტნის საზღვარს ჯარი მიაყენა-კონფლიქტის საფრთხე რეალურია (video)
შემდეგი სტატიასენაკში ავარია მსხვერპლით დასრულდა