თურქეთში სამართლიანობის მოთხოვნით დაწყებული მსვლელობა სტანბოლშია

თურქეთში სამართლიანობის მოთხოვნით დაწყებული მსვლელობა სტანბულშია. დღეს კორტეჟს დაახლოებით 50 ათასი ადამიანი შეურეთდა. ქემალ კილიჩდაროღლუმ ევროპარლამენტსაც მოუწოდა და განაცხადა, რომ ″თქვენგანაც სამართლიანობას ვითხოვთ″.
თურქეთის მთავარი ოპოზიციური ″სახალხო რესპუბლიკური პარტიის″ (CHP) ლიდერის ქემალ კილიჩდაროღლუს ხელმძღვანელობით, ამავე პარტიის დეპუტატის ენის ბერბეროღლუს დაკავების შემდეგ სამართლიანობის (Adalet) მოთხოვნით დაწყებული მსვლელობის ოცდამესამე დღე დაიწყო. დღემდე 420 კილომეტრიანი გასავლელი გზის 379 კილომეტრი დაიფარა. დაახლოებით 50 ათას კაციანი კორტეჟი, 11:59-ზე სტანბულში შევიდა.
კილიჩდაროღლუმ, მსვლელობის დაწყებბამდე განცხადება გააკეთა და გუშინ ევროპარლამენტის მიერ თურქეთის შესახებ მიღებული რეზოლუცია შეაფასა და ევროპარლამენტს ″სამართლიანობისკენ″ მოუწოდა.
″ჩვენ, თქვენგანაც სამართლიანობას ვითხოვთ. თურქეთი მხოლოდ მმართველი პარტია არ არის, ევროკავშირთან ურთიერთობები კი არ უნდა შეჩერდეს, არამედ უფრო თანმიმდევრულად უნდა შენარჩუნდეს. იმედი მაქვს, რომ ურთიერთობის გაგრძელების კუთხით გადაწყვეტილებას მიიღებენ, ეს ასევე ჩვენთვის სასიამოვნო იქნება. სამართლიანობა მხოლოდ თურქეთისთვის კი არა, არამედ მთელი კაცობრიობისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს.″-განაცხადა მან.

წყარო: http://t24.com.tr/haber/ve-adalet-yuruyusu-istanbulda,413080

banner
წინა სტატიაშირუსეთის საგარეო უწყება-ნორმალურ თანამშრომლობას ხელს უშლის საქართველოში მოქმედი კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“
შემდეგი სტატიასაქართველოს მხრიდან რუსეთისთვის ძალისმიერი წინააღმდეგობის გაწევა, შესაძლოა, დიდი პროვოკაციის მიზეზად იქცეს