თურქეთში პუტჩის საქმეზე 32 ათასი ადამიანია დაპატიმრებული

1თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის საქმეზე დაკავებულთა რიცხვმა 32 ათასს მიაღწია – დღეს იუსტიციის მინისტრმა ბაკირ ბოზდაგმა განაცხადა. “გადატრიალების მცდელობის საქმეზე სამართალდამცველებმა 70 ათასი მოქალაქე გადაამოწმეს, 32 ათასი დააპატიმრეს. პროცესი გრძელდება” – თქვა ბოზდაგმა.
მისი განცხადებით, ანკარა უახლოეს დღეებში აშშ-სგან პასუხს ელოდება გიულენის ექსტრადაციის საქმეზე, რომელიც გადატრიალების ორგანიზატორია ოფიციალური თურქეთის პოზიციით.
ფეხტულახ გიულენმა რამდენიმე დღის წინ გერმანულ მედიასთან საუბარში განაცხადა,. რომ აშშ-ს ნებისმიერ გადაწყვეტილებას დაეთანხმება და თურქეთში გასამგზავრებლად მზაობა გამოთქვა.

banner
წინა სტატიაშიშიმონ პერესი, გარდაცვალების შემდეგ, ორგანოების დონორი გახდა
შემდეგი სტატიადიმიტრი ქუმსიშვილი: საუკუნის პროექტი იწყება