თურქეთში პოლიციის შენობასთან დანაღმული ავტომობილი აფეთქდა

თურქეთში პოლიციის შენობასთან დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. შემთხვევა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, დიარბაქირის პროვინციაში მოხდა. თურქული მედიის ინფორმაციით, წინასწარი ვერსიით, აფეთქება “ქურთების მუშათა პარტიის” წევრებმა განახორციელეს. თურქმა სამართალდამცავებმა მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია უკვე მისცეს. ტერორისტული თავდასხმის ორგანიზატორების სამძებრო სამუშაოებში სამართალდამცველი უწყებების 800-ზე მეტი თანამშრომელია ჩართული.

banner
წინა სტატიაშიალექსანდრე ჯეჯელავა: ხელფასების შემცირება არ იგეგმება
შემდეგი სტატიაეკა ბესელია: პრეზიდენტის მხრიდან გამოთქმული წუხილი, ჩემთვის კარგად გასაგები არ არის